სამართალდამცველებმა ორთაჭალაში მოპარული ავტომობილი იპოვეს

პოლიცია თბილისში, ორთაჭალაში TOYOTA-ს მარკის ავტომობილის ქურდობის ფაქტს სსკ-ის 177-ე მუხლით იძიებს, რაც ქურდობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ზე შესული შეტყობინებით ერთ-ერთ მოქალაქეს კუთვნილი ავტომობილი უცნობმა პირმა გორგასლის ქუჩიდან მოჰპარა. შეტყობინების მიღებიდან მალევე სამართალდამცველებმა მოპარულ ავტომობილს შემთხვევის ადგილიდან ახლოს მიაკვლიეს.

ავტომობილი მფლობელს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე გადაეცემა.

პოლიცია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენა-დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები