ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით რუსული ტვირთების ტრანსპორტირება მოხდება
სამთო და მეტალურგიული ინდუსტრიიდან რუსული ტვირთის ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით მოხდება, რუსეთის სამთო და მეტალურგიული ინდუსტრიის ტვირთების გადაზიდვა იგეგმება.
როგორც შპს ADY Express– ის წარმომადგენლებმა მოსკოვში საერთაშორისო კონფერენციაზე “სამთო და მეტალურგიული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვები”განაცხადეს, ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს მთელი რიგი უპირატესობები აქვს იმისათვის, რომ ტვირთები რუსეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გადაიზიდოს. ADY Express-ის წარმომადგენელთა შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის მარშუტი გაცილებით უფრო მომგებიანია ტრადიციულ მარშრუტებთან შედარებით.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ADY Express-ის წარმომადგენელთა ორმხრივი შეხვედრები მსხვილი ტვირთების მფლობელებთან რუსეთში. როგორც report წერს, უკვე მიღებულია შეკვეთები ტვირთების ტრანსპორტირებაზე და გადაზიდვები უახლოეს მომავალში დაიწყება.