ირაკლი კოვზანაძე: გვაქვს ზრდა, თითქმის 800 მილიონით მეტს დავხარჯავთ 2020 წელს, ვიდრე 2019 წელს ვხარჯავთ
თითქმის 800 მილიონით მეტს დავხარჯავთ 2020 წელს, ვიდრე 2019 წელს ვხარჯავთ, – ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა.
მისივე განმარტებით, დამატებითი რესურსები მოქალაქეების კეთილდღეობას მოხმარდება.
“ჩვენ გვაქვს ზრდა, თითქმის 800 მილიონით მეტს დავხარჯავთ 2020 წელს სახელმწიფო, ვიდრე 2019 წელს ვხარჯავთ. გადამუშავებულ ბიუჯეტს ვგულისხმობ 2019 წლის. დამატებითი რესურსი მიმართულია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გასაზრდელად. ეს არის ხელფასები, პენსიები. ვალი იზრდება ცხადია, მაგრამ ეს თანხა ზრდის, რომელიც არის იგივე ვალთან დაკავშირებით, მიმართული არის უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად“, – განმარტა კოვზანაძემ.