გადამუშავებული ტვირთების რაოდენობით ფოთის საზღვაო ნავსადგური ლიდერობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ აგვისტოში, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 5.6 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 1.5 მილიონი ტონით გაიზარდა. მეორე ადგილზე სუფსის საზღვაო ტერმინალია, სადაც 2.3 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა ( გასულ წელთან შედარებით კლება – 0.3 მილიონი ტონა), მესამე ადგილზე ბათუმის საზღვაო ნავსადგურია, სადაც 2 მილიონი ტონა გადამუშავდა ( კლება – 0.5 მლნ. ტონა), 1 მილიონი ტონა გადამუშავებული ტვირთით მეოთხე ადგილზე ყულევის საზღვაო ტერმინალია.