საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 25.8 მილიონი ტონა შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 300 ათასი ტონით გაიზარდა.
800 ათასი ტონით არის გაზრდილი საზღვაო ნავსადგურებში და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობაც. მიმდინარე წლის 7 თვეში 10.9 მილიონი ტონა ტვირთია გადამუშავებული.
291,215 ერთეულიდან 399,795 ერთეულამდე, ანუ 108.58 ერთეულით, გაიზარდა საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა.