თბილისში აივანზე ქურდობის მცდელობისთვის ასული მამაკაცი პოლიციამ დააკავა
თბილისში, პეკინის გამზირზე, ქურდობის მცდელობისთვის პოლიციამ მამაკაცი დააკავა. არსებული ინფორმაციით, მან აივანზე გადასვლა სახურავიდან შეძლო.
აღნიშნული ფაქტი გვიან ღამით მოხდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, პატრულმა და კრიმინალურმა პოლიციამ მამაკაცი ერთობლივი მუშაობით დააკავეს და ქურდობის ფაქტი აღკვეთეს. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.