გორის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

გორის ცენტრალურ  ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

“ჰონდას” მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რა დროსაც  ერთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

დაშავებული გორის ,,სამხედრო ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.

როგორც “კვირას” სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს,  დაშავებულს დროულად ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება და ამ დროისთვის პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შს სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე – 2 ნაწილით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები