ლარი დოლართან მიმართებაში 0.0055 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0055 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9700 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.9755 ლარი ღირდა.
0.0047 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2536 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2489 ლარი იყო.