ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო აუდიტის მიერ ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 85 %-მდე გაიზარდა

“2018 წელს სამსახურის საქმიანობის შედეგად ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 4%-ით და შეადგენს 85%-ს, რაც ნიშნავს, რომ ჩატარებულმა აუდიტებმა მოიცვა 11 მილიარდი ლარი, ეს უპრეცენდენტო მაჩვენებელია (შეგახსენებთ, რომ წინა წელს ეს მაჩვენებელი 9.5 მლრდ. ლარს უდრიდა)“, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი გაზრდილია 43%-მდე, სამართალდამცავ ორგანოებში კი გადაგზავნილია 33 აუდიტის მასალა. ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მიმართებით გაზრდილია ნდობის ხარისხი საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. ამასთან 2018 წლის ანგარიში პირველი ანგარიშია, რომელსაც თან ერთვის საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრი კომპანია “დელოიტ და ტუში“-ს მიერ გაცემული დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებაზე.

“გაცემული დასკვნა უპირობოა, რაც მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მაღალ სტანდარტზე“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, სახელწიფო აუდიტის 2018 წლის ანგარიში ცნობად მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები