სექტემბერში საქართველომ აზერბაიჯანისგან 60 მლნ კვტ/სთ-ის ელექტროენერგია შეიძინა

მიმდინარე წლის სექტემბერში აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტმა 60 მლნ. კვტ/სთ შეადგინა.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის (ESCO) ინფორმაციით, სექტემბერში ელექტროენერგიის იმპორტმა საქართველოში 185 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აქედან 60 მლნ კვტ/სთ აზერბაიჯანზე, ხოლო 125 მლნ კვტ/სთ რუსეთზე მოდის.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში 33 %-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ელექტროენერგიის იმპორტმა საქართველოში 835,19 მლნ კვტ/სთ -ს მიაღწია. იმპორტირებული ელექტროენერგიის 91,06% ანუ 760 მლნ კვტ/სთ აზერბაიჯანზე მოდის

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები