შოთა გულბანი: პასუხისმგებლიანი მთავრობის პირობებში, ბიუჯეტის სხვაგვარი დაგეგმვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია

პასუხისმგებლიანი მთავრობის პირობებში, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ბიუჯეტის სხვაგვარი დაგეგმვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, – ამის შესახებ ეკონომისტმა, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, შოთა გულბანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

გულბანი არ მიიჩნევს რომ ბიუჯეტის პროექტის სოციალურად ორიენტირებულობა საარჩევნო წელთანაა დაკავშირებული.

„პირველ რიგში ,მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების გარკვეული ფენების მხრიდან 2020 წლის ბიუჯეტის პროექტიც გახდა კრიტიკისა და განსჯის საგანი. ერთადერთი მთავარი მიზეზი და არგუმენტი არის ხოლმე მისი სოციალურად ორიენტირებულობა . ბიუჯეტის სოციალურად ორიენტირებულობას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ უდიდესი ნაწილი იხარჯება სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე. უფრო პრაგმატულად და რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას – პასუხისმგებლიანი მთავრობის პირობებში არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ვფიქრობ ბიუჯეტის სხვაგვარი დაგეგმვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ჩვენს ქვეყანასში უამრავი გაჭირვებული , სოციალურად დაუცველი ადამინია, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს მთავრობის მიერ დანიშნული სოციალური შემწეობა. შეუძლებელია პასუხისმგებლიანმა მთავრობამ ამ შემწეობების გაცემაზე უარი თქვას და ბედისანაბარა დატოვოს ადამიანები , რომლებიც აღმოჩდნენ გაჭირვებაში .მთავრობამ მისი პროგრამა მინიმუმი უნდა შეასრულოს , რაც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანები არ უნდა დაიხოცონ შიმშილით და ადამიანები არ უნდა გარდაიცვალონ საავადმყოფიებთან იმის გამო, რომ ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ მინიმალური სამედიცინო სერვისების მისაღებად. ბიუჯეტი განსაზღვრულია ამის და კიდევ იმის გამოც, რომ ასაკით პენსიონერთა ზრდის ტენდენცია შეინიშნება , პლუს მთავრობა ვალდებულია, ყოველწლიურად გაზარდოს მინიმალური , საბაზისო პენსია , რაადგან დროში ფული ღირებულებას კარგავს.
არ ვფიქრობ და არ მიმაჩია, რომ ეს დაკავშირებნულია მაინცდამაინც საარჩევნო წელთან. გასულ წლებშიც იყო პენსიების ზრდა , როცა არ იყო არჩევნები“- გაანცხადა გულბანმა.
შოთა გულბანმა კომენტარი გუშინდელი შეხვედრის შესახებაც გააკეთა, რომელიც პრემიერმა ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებთან გამართა.
„პრემიერის ეს ინიციატივა ძალიან მისასალმებელია . მთავრობის მეთაური შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. საკმაოდ ღიად და გახსნილად იყო ყველა პრობლემატურ საკითხზე საუბარი ,რა ც შეიძლება რსებობდეს არამარტო ბიუჯეტთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ეკონომიკაში არსებულ აქტუალურ პრობლემატიკსთან მიამრთებაში. იმედია, მომალავშიც გაგრძელდება პირისპირ შეხვედრები“, – განაცხადა გულბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები