ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს ეროვნულ ბანკს ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ყველა ბერკეტი აქვს

საქართველოს ეროვნულ ბანკს ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ყველა ბერკეტი აქვს,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
”ფასები სტაბილურობა, ინფლაცია, არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. გამომდინარე აქედან, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი, იმისათვის რომ მოახდინოს გავლენა, შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა და ასევე შეწყვიტოს ლარის დევალვაცია. მან უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და იმუშაოს პრევენციაზე, აქედან გამომდინარეა, რომ ის დგამს ამ ნაბიჯებს, მათ შორის დღევანდელ დღესაც, როდესაც სარეზერვო მოთხოვნებს ამცირებს. ვფიქრობ რომ ეს გამოათავისუფლებს გარკვეულ სავალუტო ნაშთებს კომერციული ბანკებისათვის და აქედან გამომდინარე შეამცირებს წნეხს სავალუტო ბაზარზე. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია იმ ინსტრუმენტებიდან, რომელსაც ცენტრალური ბანკი დგამს, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ცენტრალური ბანკი და ფინანსთან სამინისტრომ ერთობლივად იმუშაონ. იქიდან გამომდინარე, რომ მიაღწიონ ფასების სტაბილურობას და ლარის დევალვაციის შემცირებას, შეწყვეტას, ეს არის ეროვნული ბანკის ამოცანა”, – განმარტა კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები