ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით დაუყოვნებლივ მცირდება

სარეზერვო მოთხოვნა ბანკებისთვის 5%-ით მცირდება, – სებ-ის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
კობა გვენეტაძეს სისტემაში 700 მლნ დოლარის დარჩენით ინფლაციის მხრიდან, კურსზე წნეხის განეიტრალების მოლოდინი აქვს.
​როგორც იცით, ბანკების მიერ მოზიდულ სავალუტო რესურსზე 25%-დან 30%-მდე გაზრდილი ნორმა 2 ეტაპად შევიდა ძალაში, +3% (18 აპრილიდან) და +2% (16 მაისიდან). რაც სებ-მა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელი დამატებითი ფულადი სახსრების დროული მობილიზებით ახსნა. ქვეყნის სავალუტო რეზერვების მატებაში, ამ კოეფიციენტის გამკაცრების მნიშვნელოვან წვლილზე 2018 წლის ანგარიშშიც არის აღნიშნული, მთავრობის სავალუტო ოპერაციების უარყოფითი გავლენის საპირისპიროდ. სავალუტო რეზერვების სსფ-ის ნორმაც, ბანკების შექმნილი რეზერვების ხარჯზე მიუახლოვდა ქვედა -100% ნიშნულს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები