ახალციხეში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გველი იპოვეს

ახალციხეში, ტაბიძის ქუჩაზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში გველი იპოვეს.

შეემთხვევა დღეს, დაახლოებით, 20:30 სთ-ზე მოხდა.

“სახლიდან გავდიოდი, როცა კარებთან გველი დავინახე როგორ შემოდიოდა სახლში. სახლში შვილიშვილები მყავს და არ მინდოდა შემეშინებინა. წელს სიცივეები მალე დაიწყო და გველების მომრავლებაც ამას უკავშირდება”, – გვიყვება ოჯახის უფროსი.
როგორც ტუტოიანების ოჯახის წევრები ამბობენ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან ქვეწარმავალი მეზობლებთანაც ხშირად უპოვიათ.

“მდინარის პირას ვცხოვრობთ და ეს უცხო არ არის ჩვენთვის. გველები ხშირად გვსტუმრობენ სახლებში. უფროსი ასაკის ხალხს არაუშავთ, მაგრამ ბავშვების გვეშინია არ დაკბინოს. კარებს ღიას არასოდეს ვტოვებთ,რომ გველი არ შემოვიდეს. ორი ასეთი არსება ერთი კვირის წინ მეზობლის სახლიდან გამოვიყვანეთ, ორიც ეზოში შევნიშნეთ”,- გვიყვება გრიგორ ტუტოიანი.

ადგილობრივები შესაბამის სამსახურებს დახმარებით მიმართავენ. მათი თქმით, კარგი იქნება თუ ქუჩას სპეციალური ხსნარით დაამუშავებენ და მომავალში მსგავს შემთხვევებს თავიდან აირიდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები