აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას მიესალმება.
ამის შესახებ Twitter-ის გვერდზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა დაწერა.
„ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის და საქართველოს შეხვედრას მიესალმება, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით შედგა. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია და ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობა დაწიოს“, – ნათქვამია ორტაგუსის გვერდზე.