მირანდა ერემაძე – „არავინ საუბრობს სასამართლო სისტემაში დადებით ტენდენციებზე, საზოგადოების ინფორმირება ხდება მხოლოდ უარყოფით კონტექსტში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მირანდა ერემაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემასთან მიმართებაში გამოთქმული კრიტიკა საფუძველს მოკლებულია.
„საზოგადოების ინფორმირება ხდება მხოლოდ უარყოფით კონტექსტში და არავინ საუბრობს იმაზე, რა დადებითი პოზიციები და ტენდენციებია სასამართლო სისტემაში“ – განაცხადა მირანდა ერემაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.
რით არის გამოწვეული ის კრიტიკა, რასაც სასამართლოს მიმართ ვისმენთ? – ამ შეკითხვით მოსამართლეობის კანდიდატს უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ მიმართა.
მირანდა ერემაძის თქმით, პრობლემა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საქმეთა რადენობაშია.
„ზოგადად, პრობლემა, რაც არის სასამართლოსთან მიმართებაში, მე რასაც ვხედავ, ეს არის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საქმეთა რაოდენობა. ჩვენთან დაკავშირებით კრიტიკა რაც ისმის, ხშირ შემთხვევაში ვთვლი, რომ საფუძველს მოკლებულია. საზოგადოების ინფორმირება ხდება მხოლოდ უარყოფით კონტექსტში და არავინ საუბრობს იმაზე, რა დადებითი პოზიციები და ტენდენციებია სასამართლო სისტემაში“ – განაცხადა მირანდა ერემაძემ.
მისი თქმით, დღეს დასაბუთების სტანდარტები ძალიან მაღალია
„დღეს დასაბუთების სტანდარტები ძალიან მაღალია, ადამიანის უფლებების დაცვის და მიდგომების კუთხით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. არ ვართ თვითკმაყოფილების მდგომარეობაში, ვიცით, რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე და თითოეულ მოსამართლეს აქვს გაცნობიერებული ის, თუ რამხელაა მოსამართლის ტვირთი და პასუხისმგებლობა იმ გზაზე, რასაც ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ჰქვია“, – განაცხადა მირანდა ერემაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები