მირანდა ერემაძე – „ნამდვილად ვერ ვგრძნობ ვერანაირ ზეწოლას“

„ნამდვილად ვერ ვგრძნობ ვერანაირ ზეწოლას“ – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მირანდა ერემაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის კითხვას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენენ.
აბესაძემ მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა იგი სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები პოლიტიკურად მოწყვლადები არიან.
„ნამდვილად ვერ ვგრძნობ ვერანაირ ზეწოლას. მე, როგორც ერთი კონკრეტული მოსამართლე ცალსახად ვამბობ რომ არანაირი ზეწოლა არ არსებობს“ – განაცხადა მირანდა ერემაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები