გორში 5 კილომეტრამდე სიგრძის ველობილიკი მოეწყობა

გორში ველობილიკი მოეწყობა, რომელიც ათამდე ქუჩას, სამ დასახლებას მოიცავს და მისი სიგრძე 5 კილომეტრამდე იქნება. გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ველობილიკის მშენებლობაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებულმა კომპანიამ  სამუშაოები 2020 წლის მარტის ბოლოს უნდა დაასრულოს.

“ჩვენ ევროკავშირის გრანტი მოვიგეთ, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა ქალაქში ველობილიკის მოწყობა იყო. გარდა ამისა გორში ველომოყვარულთა ჯგუფი  გვყავს, რომელთა მხრიდანაც იყო ველობილიკის მოწყობის  თხოვნა. მომავალ წელს ქალაქში დაახლოებით 5 კილომეტრამდე სიგრძის ველობილიკი მოეწყობა, რომელიც ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება და გარდა ამისა სპორტის ამ სახეობის განვითარებას კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს”,-განაცხადა თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები