რუსული მედია: რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა ნოემბერში აღდგება

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას ერთი თვე დასჭირდება.
ამის შესახებ რუსულ „ინტერფაქს“ წყარომ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ორმხრივ საფუძველზე რიგი პროცედურების გავლას საჭიროებს.
„მას შემდეგ რაც შესაბამის განკარგულებას მიიღებს მთავრობა, მინტრანსი და როსავიაცია სამგზავრო მიმოსვლის განახლების საკითხს განიხილავენ. ამის შემდეგ ავიაკომპანიებმა 2-3 კვირის განმავლობაში განრიგი იმგვარად უნდა დაალაგონ, რომ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები იყოს შესაძლებელი“,-განმარტა გამოცემის წყარომ.
მისი თქმით, მთავრობას ჯერჯერობით მსგავსი განკარგულება არ მიუღია, თუმცა „თუ უახლოეს დღეებში მიიღებს, ტექნიკურად ნოემბრისთვის ყველა საკითხის მოგვარება იქნება შესაძლებელი“.
25 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ავიამომისვლას მე პირადად განვაახლებდი. ვფიქრობ ეს სწორიც იქნება, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გააცნობიერა იმ გამოხტომის კონტრპროდუქტიულობა, რაც საქართველოს პარლამენტში მოხდა“.
26 სექტემბერს კი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვს შეხვედრა გაიმართა.
როგორც ზალკალიანმა განცხადა, რუს კოლეგასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები