“მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ სამართლებრივი და მშვიდობიანი ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს”
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი თქმით, საქართველომ მშვიდობიანი ბრძოლა უნდა გააგრძელოს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.
როგორც მან აღნიშნა, დღეს სოხუმის დაცემის 26-ე წელს საზოგადოება მწუხარებით, მაგრამ მომავლის იმედითაა სავსე.
„დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის არა მხოლოდ იმ დღეს, არამედ მანამდეც და მომავალ დღეებშიც გმირულად დაეცა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ სამართლებრივი და მშვიდობიანი ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღეს სოხუმშიც აღნიშნავენ და აღნიშნავენ ცოტა სხვანაირად, გვჯეროდეს იმის, რომ ჩვენი ქვეყნა გამთლიანდება. ჩვენ, ვინც ვართ იმ ბავშვების დედები, რომელთა შვილები სოხუმიდან დევნილები არიან, ვასწავლოთ მათ, რომ აფხაზი თანატოლები მათი მეგობრები არიან და მომავალში მშვიდობიანი გზით ერთად უნდა ააშენონ აფხაზეთი, გამთლიანებული საქართველოს ფარგლებში. ამიტომ დღევანდელ დღეს მწუხარებით, მაგრამ ასევე მომავლის იმედებით ვართ სავსე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.