პარლამენტთან აქცია “სოლიდარობა ეკა ბესელიას” მიმდინარეობს

პარლამენტთან ეკა ბესელიას მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც დაიგეგმა ქალთა აქტივისტების მიერ. აქციას ასევე ესწრებიან პოლიტიკოსი ქალები და მოძრაობა ,,სირცხვილიას’’ წევრები.
პროტესტანტებმა შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც პარლამენტში ინციდენტი მოჰყვა.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანის შანტაჟს და სწორედ ამიტომ უცხადებენ სოლიდარობას პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები