ყაზბეგში მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ყაზბეგში, ზღვის დონიდან 2940 მ სიმაღლეზე, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სადგური მეტეოროლოგიური პარამეტრების ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას უზრუნველყოფს.
მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას და გავრცელებას.
წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კიდევ 4 სადგურის დამონტაჟება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები