აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 14 მილიონ დოლარს მიაღწია

მიმდინარე წლის იანვარ -აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობა აზერბაიჯანიდან საქართველოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,7 %-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში დაახლოებით 14 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. საერთო ჯამში მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობამ საქართველოში 1 მლრდ. 107 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე დიდი რაოდენობით 273 მლნ აშშ დოლარი საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები