საბერძნეთში დაკარგული 32 წლის სალომე გოგინაშვილი იპოვეს

საბერძნეთში დაკარგული 32 წლის სალომე გოგინაშვილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით გოგინაშვილის დედა ნონა კუპრაშვილი ავრცელებს.

“ჩემი სალო ცოცხალია… ვნახეთ… მადლობა და ჩემგან დიდი სიყვარული ყველა ქართველ ემიგრანტს და მთელ საქართველოს, ასეთი გულისხმიერად გვერდით დგომისთვის, დალოცვილი იყავით ყველანი თქვენი ოჯახებით, უფალი გფარავდეთ მუდამ… მეამაყებით ჩემო საყვარელო ხალხნო“,- წერს სალომე გოგინაშვილის დედა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა შოკურ მდგომარეობაში იმყოფება და ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი, საიდანაც ტელევიზიას შეატყობინეს დაკარგულის პოვნის თაობაზე, ოჯახში კი სწორედ ტელევიზიიდან დარეკეს და სალომე გოგინაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ აცნობეს.

32 წლის გოგინაშვილს ოჯახი 4 დღე ეძებდა. სად იმყოფებოდა ის ამ დღეების განმავლობაში და რატომ აღმოჩნდა შოკურ მდგომარეობაში, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები