სალომე ზურაბიშვილი: ჟაკ შირაკის გარეშე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვერ ვიქნებოდი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის გარდაცვალებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„ჟაკ შირაკ მოგიგონებთ პატივისცემით და მადლიერებით. მის გარეშე მე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვერ ვიქნებოდი”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები