ნათია თურნავა: ჩვენი ინფორმაციით, საქნახშირი მოლაპარაკებას „ქართულ ჯგუფთან“ მართავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში მეშახტეების პრობლემების გასაცნობად ჩავიდა.
როგორც მინისტრმა ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია ბალანსი იმისა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოპოვება აღდგეს.
რაც შეეხება ახალი ინვესტორის მოპოვების საკითხს, თურნავა ამბობს, რომ „ამაზე ვეკონტაქტებით ამჟამინდელ მფლობელებს, კომპანია საქნახშირის ,,ჯი ეი ჯი” ჯგუფს. კომპანიას დიდი ისტორია აქვს, შახტებს 2006 წლიდან ფლობენ, გარკვეული მოდერნიზაციაც გააკეთეს, მაგრამ როგორც ჩანს, პრობლემები შეექმნათ. ისინი იყვნენ და არიან პასუხისმგებლები, რომ ყველა ვალდებულება ყოფილიყო გასტუმრებული, რომ მოპოვება უსაფრთხო ყოფილიყო და ხელფასი თავის დროზე ჩარიცხულიყო. ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ. როგორც ვიცით, უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებენ მოლაპარაკებას სხვადასხვა ჯგუფთან. ჩვენი ინფორმაციით, მათ ინვესტორი ჰყავთ მოძიებული, ეს არის „ქართული ჯგუფი“, რომელსაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა მაგნის, ოქსის ტრეიდინგში, ჰყავთ უკრაინელი პარტნიორები და ჩემთვის მნიშვნელოვანია მოვისმინო კითხვებზე პასუხები, როგორ იქნება ხელფასების თემა და მომავალში უსაფრთხო შრომის პირობები შეიქმნას, როდის აღდგება მოპოვება. ხელფასის ნაწილი უსწრაფესად უნდა გადაწყდეს“,- აღნიშნა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები