საველე სამუშაოები მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ყველა საპილოტო არეალზე დასრულდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, საველე სამუშაოები ყველა საპილოტო არეალზე დასრულებულია.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ჯიმითში, მზისგულში, არბოშიკში, არხილოსკალოში, ზარიძეებში, მანგლისში, საგურამოში, კარალეთში, სალხინოში, ვედიდკარში, შუახევსა და ლახამულაში ყველა მიწის ნაკვეთზე საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები განხორციელდა. დასრულებულია საველე ინფორმაციის შეგროვება და მონაცემების საჯარო გამოქვეყნებისა და გადამოწმების პროცედურებიც. სულ დამუშავდა 54 000-ზე მეტი განაცხადი.
“ამჟამად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მეორე ეტაპი – ნაკვეთების რეგისტრაცია მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში, სისტემური წესით, 30 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა. ამ დროისათვის, სარეგისტრაციო წარმოება კარალეთისა და საგურამოს არეალებზე მიმდინარეობს. სარეგისტრაციო წარმოება საპილოტო არეალებზე წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება.
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრეები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება”,-ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები