რატი იონათამიშვილი მირანდა ერემაძეს: სამართლიანია თუ არა, როდესაც პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებადამცველებს მოწინააღმდეგე მხარისთვის კითხვების დასმის უფლებას არ აძლევენ?

„როდესაც სასამართლო პროცესზე პასუხისგებაში მიცემულ პირს და მის უფლებადამცველებს არ ეძლევათ საშუალება, რომ კითხვებით მიმართონ მოწინააღმდეგე მხარეს, თქვენი აზრით, ეს სამართლიანია თუ არა?”, – აღნიშნული შეკითხვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა მიმართა.

​პარლამენტის წევრმა მოსამართლეობის კანდიდატს დაჩი ცაგურიას, დავით ფაცაციას და ბექა ალადაშვილის საქმეები შეახსენა, სადაც მისივე თქმით, მათ უფლებადამცველებს მოწინააღმდეგე მხარისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ.

„რატომ მოხდა ისე, რომ დაჩი ცაგურიას, დავით ფაცაციასა და ბექა ალადაშვილის საქმეებზე თქვენ მათ და მის ადვოკატებს არ მიეცით იმის საშუალება, რომ კითხვებით მიემართათ მოწინააღმდეგე მხარისთვის? საზოგადოებას ახსოვს იმიტომ, რომ მათ შეეზღუდათ ეს უფლება. იცოდით თუ არა, ან ხედავდით თუ არა, რომ მაშინ აზრის გამოხატვა, თავისუფალი შეკრების უფლება იყო შეზღუდული ადამიანებისთვის? იმიტომ გეკითხებით, რომ ეს მუხლი, რაც არის პოლიციის დაუმორჩილებლობა და შემდეგ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, იყო ის პრაქტიკა, რომელსაც წინა ხელისუფლების რეპრესიული მანქანა აქტიურად იყენებდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც აპროტესტებდნენ იმ უსამართლობას, რაც საქართველოში ხდებოდა. ეს იყო ძალიან გავრცელებული პრაქტიკა და თქვენ ამის შესახებ არ გსმენიათ მაშინ არაფერი და ეს სიახლეა თქვენთვის?”, – მიმართა მირანდა ერემაძეს რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები