დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მზიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ისნის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 05:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ელიას მთის, ვაზისუბნის დასახლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლეჟავას, ვაზის, პატარიძის, თამარ ღვალაძის, გიორგი დეკანოზიშვილის, მამისაანთუბნის, სომხეთის, აშოტ კურაპალატის, თეოფანე დავითაიას, აჩაბეთის და იოზეფ პილსუდსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), არბოშიკის, სამასი არაგველის, იალბუზის, შავსოფლის, ბოდბის, ლუსინიანის, ბოჭორმის და გლახო ზახაროვის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების და სოფელი დიდი ლილოს მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, მისის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, მიხა ხელაშვილის და ექვთიმე ხელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ცხემის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჟღენტის, ზედამზის, სანავარდოს, სამღერეთის, პიონერის, მაჩხაანის, ლაითურის და წერონისის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სანზონის, ქსნის, ფეიქართა, გარიყულის, თიანეთის, ბარამიძის, სიხარულიძის, ჩარგლის, გამყრელიძის და გუდამაყრის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქვემო ფონიჭალის და რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები