ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი – რა ცვლილებები იგეგმება დიდ დიღომში

დიდი დიღმის ცენტრალურ თბილისთან დასაკავშირებლად შესაძლოა ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი გაკეთდეს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა.
15-წლიანი გენერალური გეგმა დაგვანახებს რა ახალი გზები, ხიდები, რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს მაგალითად ტრამვაისთვის, სად უნდა დაიგეგმოს ახალი მეტრო. ტრანსპორტის კუთხით ახალი გენერალური გეგმა დანიური კომპანია „რამბოლის“ მხრიდან შემუშავდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქალაქს არასოდეს ჰქონია. ყველაზე სუსტი წერტილი ქალაქში არის დიდი დიღომი. დიდი დიღმიდან ვაპირებთ 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნას, რომელიც დიდ დიღომს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს. გენერალური გეგმა ამ მარშრუტს კვლავ შეისწავლის და თუ გამოვლინდა, რომ 24-მეტრიანი ავტობუსებიც არ იქნება საკმარისი, ამ შემთხვევაში პერსპექტივაში ვიფიქრებთ, დასამატებელი იქნება თუ არა ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი ამ მიმართულებით“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები