ტყიბულის აქციის მონაწილე – „პოლიტიკურ პერსონებს ოპოზიციიდან ვთხოვ, ნუ მოეკარებიან ჩვენს აქციებს“

„პოლიტიკურ პერსონებს ოპოზიციიდან ვთხოვ ნუ მოეკარებიან ჩვენს აქციებს“, – ამის შესახებ ტყიბულში, საპროტესტო აქციის ერთერთმა მონაწილემ გაგა ისაკაძემ განაცხადა.
ისაკაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს აქციები პოლიტიკურია.
„გაჟღერდა, რომ ეს აქციები არის პოლიტიკური. ეს აქციები არ არის აპოლიტიკური. აქ მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მეშახტეები, რომლებსაც მხარს ვუჭერთ პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, გაერთიანებული პროფკავშირები, ჩვენი დარგი“, – განაცხადა გაგა ისაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები