პეტრიაშვილი: დამსაქმებლები ცრემლებს აღვარღვარებენ, დასაქმებულებს ორ სამსახურში მუშაობას უკრძალავენო, რაც აბსურდია

დამსაქმებლები ცრემლებს აღვარღვარებენ იმასთან დაკავშირებით, ნახეთ პროფკავშირები და დიმიტრი ცქიტშვილი დასაქმებულებს ორ სამსახურში მუშაობას უკრძალავენო, რაც სრული აბსურდი და ნონსენსია, – ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პეტრიაშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მე ვიზიარებ პასუხისმგებლობას დაგეგმილ ცვლილებებზე. იმ ინიციატივებიდან ლამის 70-80 % არის საკუთრივ პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივები. რაც შეეხება მწვავე თემას ორ სამსახურში მუშაობის აკრძელავსთან დაკავშირებით, ვფიქრობ ეს არის დამსაქმებელთა მხრიდან თემის გაბაიბურება , უფრო რბილად მიჭრის, შევაფასო მათი ქმედებები. ამბობენ, ნახეთ, რა ტიპის ინიციატივაა, ადამაინებს უკრძალავენ ორ სამსახურში მუშაობას, ეს არის აბსურდი, აკოპალიფსი, რომელიც დაანგრევს ცვენი ქვეყნის ეკონომიკას . ეს ყველაფერი მათი ხმრიდან თვალთმაქცობაა.
რას ვაკეთებთ ჩვენ დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად: ძალიან ღია დისკუსიას ვთავაზობთ საკითხებზე, რათა მათ გამოთქვან თავისი აზრი. ორ სამსახურში მუშაობასთან დაკავშირებით არ ყოფილა იმპერატიული მოთხოვნა კანონპროექტის ავტორების მხრიდან, ეს იყო შეთავაზება იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომ ორ სამსახურში მუშაობის შედეგად რისკის ქვეს დგება როგორც დასაქმებულის, ისე მომხმარებლის სიცოცხლე. ასეა მძღოლების, ექიმების, სხვადასხვა პორფესიების შემთხვევაში. იმას არ ამბობენ დამსაქმებლები, რომ პროფკავშირებს აქვს ინიციატივა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით , ეს მჭიდრო ბმაშია ორი სამსახურს სკითხთან. ჰოი საოცრებავ, დამსაქმებლები ცრემლებს აღვარღვარებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ნახეთ პროფკავშირები და დიმიტრი ცქიიტშვილი დასაქმებულებს უკრძალავენ ორ სამსახურში მუშაობასო, რაც სრული აბსურდი და ნონსენსია. ვერ მანახებთ ადამიანს, რომლსაც 2, 3 და 5 სმსახურში უნდოდეს მუშაობა. ეს არის გამოწვეული სოციალური სიდუხჭირით და ერთ სამსახურში დაბალი ხელფასებით. ფაქტია, რომ სათობრივი ანაზღაურება, მინიმალური ხელფასი არის ამ პრობლემის გადაწყვეტა. აბსოლუტური პოპულიზმი და დემაგოგიაა , როცა დამსაქმებლები დასამქებულების უფლებებსა და სამუშაო ადგილების შემცირებაზე ვაი-ვიშს ტეხენ . მათ საკუთარი ჯიბე ადარდებთ. ასევე ადარდებთ შუასაუკუნეობრივი მონათმფლობელური ნოსტალგია“- განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, მოამზადა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შრომის ინსპექციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის ინიცირება და მიღებაც საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.
კოდექსის მეხუთე მუხლი დასაქმებულების სამუშაოს მოცულობას განსაზღვრავს. კოდექსის მიხედვით, კვირაში ნორმირებული სამუშაო გრაფიკი 40 საათია, ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში კი 48. ამავე კანონის ერთ-ერთი მუხლი (16) კი განმარტავს, რომ აკრძალულია ერთზე მეტი სრული ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირების დასაქმება, თუ სამუშაო საათების მოცულობა კვირაში 48 საათს აღემატება.

შრომის კოდექსში ცვლილებების მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა მეტი მუშაობა არ აიძულოს, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა შესაბამისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებულ კანონში გათვალისწინებულია კვირაში 40 საათიანი სამუშაო დრო და 8 საათიანი ზეგანაკვეთური.

„მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ შეძლოს გააკონტროლოს, ვინმემ ჩვენს მოქალაქეს ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს. ეს იქნება ორ სამსახურში თუ სამ სამსახურში, მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, ამაზე სახელმწიფოს მექანიზმები ჰქონდეს. ცვლილებების მიზანია სტანდარტი შევქმნათ, როდესაც თითოეული დასაქმებული დაცული იქნება, რომ მას არ ამუშავებენ იმაზე მეტ დროს, ვიდრე მუშაობა ეკუთვნის. პრაქტიკულად, ეს გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს, თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას. თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, შეზღუდვები აქ არ შეიძლება დაწესდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ მომსახურების სფეროში, მრეწველობაში არის სამსახურები, სადაც ადამიანებს სამწუხაროდ, 10-12 საათს ამუშავებენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დეპუტატის თქმით, მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვასაათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანისთვის რისკებს შეიცავს.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ჩარჩო, რომ თითოეული დასაქმებული დაცული იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, სპეკულაციაა განცხადებები იმაზე, რომ ცვლილება ხელფასების შემცირებას გამოიწვევს.

„ყველაფერი ეს სპეკულაციაა. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ისევე როგორც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ბიზნესის ვალდებულებაა, რომ ადამიანი ამუშაოს ისე, არ შელახოს მისი უფლებები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის ქვეყანაში დადგენის გამო დასაქმებულს ხელფასი უნდა შეუცვალოს, ეს ამორალურია, ადამიანურ მორალთან ძალიან შორსაა, რადგან თითოეული ადამიანი მუშაობს და ამ კომპანიებისთვის სიკეთეებს ქმნის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები