საქსტატის სტატისტიკა – რის გამო იღუპებიან ადამიანები საქართველოში

საქართველოში 2018 წელს 51 138 ბავშვი ცოცხლად დაიბადა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2016 წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 9.6 პროცენტით შემცირდა.

ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში დაიბადა, რაც მთლიანი მონაცემის 31.6 პროცენტს შეადგენს. ხოლო ყველაზე მცირე რიცხვი ამ მხრივ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში დაფიქსირდა – 328 ბავშვი.

რაც შეეხება სქესთა სტატისტიკას, 2018 წელს საქართველოში 26 538 ბიჭი და 24 600 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოსთან ერთად 107.9 ბიჭი გაჩნდა.

2018 წლის მონაცემებით, 15-19 წლის ასაკის 1000 ქალის მიერ ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობამ 32.3 შეადგინა, ხოლო 20-24 წლის ასაკის 1000 ქალის მიერ ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობამ – 121.9. 2016 შედარებით ეს მონაცემები შემცირებულია.

საქსტატის მიერ გავცელებული ინფორმაციის თანახმად, დედის საშუალო ასაკს პირველი ბავშვის დაბადებისას, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 25.6 წლამდე გაიზარდა, მაშინ როცა 2016 წელს 25.0 წელი დაფიქსირდა.

2018 წელს 438 ბავშვი მკვდრად დაიბადა, რაც 2016 წელთან შედარებით 21.5 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, 2018 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაბადების მსგავსად კვლავ თბილისში დაფიქსირდა – 12 122 ადამიანი (26.1%), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 656 ადამიანი (1.4 %).

2018 წელს 1 წლამდე ასაკის 416 ბავშვი გარდაიცვალა, რაც 2016 წელთან შედარებით 0.9 პუნქტით შემცირებას გულისხმობს.

გარდაცვალების უმეტეს მიზეზად კი, 2018 წლის მდგომარეობით საქართველოში, ისევე როგორც ევროპის რეგიონის უმეტეს ქვეყნებში, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (46.3 პროცენტი) და სიმსივნეები (15.8 პროცენტი) დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები