წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
საქართველოში უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 26 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +21,+26 გრადუსი იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება.
27 სექტემბერს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთში სინოპტიკოსები კვლავ ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, თუმცა ჰაერის ტემპერატურა +24,+29 გრადუსამდე მოიმატებს; თბილისში +27 გრადუსია ნავარაუდები.
28 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გრილი მასების გაძლიერებაა მოსალოდნელი, ქარი 10-15 მ/წ მიაღწევს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +17,+22 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +18,+22 იქნება; თბილისში ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება 29 სექტემბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა შენარჩუნდება; თბილისში ჰაერის ტემპერატურა +24,+25 გრადუსი იქნება.