გიორგი რურუა ,,მთავარი არხის” მეწილე გახდა
პოლიტიკოს ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა „მთავარი არხის“ მეწილე გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” დაადასტურა.
,,პირველი ინვესტიციაც ავწიეთ: 2.5% გაიყიდა და გვყავს ახალი მინორიტარი მეწილე გიორგი რურუა. გამყიდველს არაფერი, ტელევიზიას – 250 ათასი დოლარი შენატანი კაპიტალში!
ესეც, ასე! დავიწყეთ”- წერს გვარამია.
ფაქტს ადასტურებს გიორგი რურუაც.
,,კი, ნამდვილად მასეა, ნიკა! ,,მთავარი არხი” – საქართველოს მთავარი მაუწყებელი”,- წერს გიორგი რურუა ნიკა გვარამიას პოსტის კომენტარებში.
როგორც ირკვევა, გიორგი რურუამ „მთავარი არხის“ მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, 2 500 ლარი გადაიხადა.
გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება, რომ წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანოს.
