პაკისტანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ მირპურთან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
5,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა.
ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან სავარაუდოდ ნანგრევებში ხალხია მოყოლილი.
შეგახსენებთ, რომ ქაშმირში 2005 წელს 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 11 ათასი ადამიანი დაიღუპა, 32 ათასი შენობა დაინგრა, 4 მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.