25 სექტემბერს აქცია ”ვეტერანები სიცოცხლის გადასარჩენად” გაიმართება
მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სისხლის უანგარო დონაციის აქცია “ვეტერანები სიცოცხლის გადასარჩენად” გაიმართება. აქციის ფარგლებში, სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის ექიმები, დონორობის მსურველ უწყების თანამშრომლებს და ვეტერანებს დილის 11:00 საათიდან მიიღებენ.
“სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი, 18-დან 60 წლამდე თუ: თქვენი წონა – 50-კგ და მეტია; არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C, სიფილისი, ტუბერკულოზი; არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით; არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები; არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი. სისხლის გაღების მსურველი ვეტერანები, მობრძანდით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში. მისამართი: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N12ა.”, -ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაში.