ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
15-22 სექტემბერს, ბათუმმა მეთოთხმეტედ უმასპინძლა საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს. ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად კინოფესტივალის მხარდამჭერია. დახურვის საზეიმო ცერემონიაზე საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები გასცა სამ საკონკურსო სექციაში – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი კრიტიკოსთა რჩეული მხატვრული ფილმი გამოავლინა.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოები ასე გადანაწილდა:
გრან-პრი – „და იქმნა ნათელი“, მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019
საუკეთესო რეჟისურა – „ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – კაიან აჩიკგოზი, ფილმში „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019
საუკეთესო მსახიობი ქალი – ჩემრე ებუზზია, ფილმში „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019
ჟიურის სპეციალური პრიზი – „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „მაფიის გადაღება“, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019
ჟიურის სპეციალური პრიზი – „სიყვარულის ავტომობილი“, ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019 და „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი, 2019
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ცხოველი“, ამირან დოლიძე, საქართველო, 2019.
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) გადაეცა ორ ფილმს:
„იმედი”, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019
„საზამთროს წვენი”, ირინე მორეი, ესპანეთი, 2019
BIAFF 2019-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ – ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე, სალომე კიკალეიშვილი გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:
საუკეთესო მხატვრული ფილმი – „ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
მანუჩარ შერვაშიძე (საქართველო)
პოლ შრედერი (აშშ)
დენის ლავანი (საფრანგეთი)
ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი)
კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდა BIAFF 2019-ის ინდუსტრიული პლატფორმის გამარჯვებული პროექტები და გადაეცათ შემდეგი პრიზები:
ვროცლავის აუდიოვიზუალური ცენტრის (CETA) პრიზი – 10,000 ევროს ექვივალენტი კინოპროდუქციის სერვისი – პროექტი „ნარინჯისფერი ცა“ – რეჟისორი და პროდიუსერი შალვა შენგელი, თანასცენარისტი ალექსანდრე ქურხული.
BIAFF კინოფესტივალის პრიზი – საერთაშორისო კინოფესტივალზე BERLINALE დასწრება – პროექტი „ტვირთი“- რეჟისორი და პროდიუსერი ანა იოსავა, თანასცენარისტი ოთარ ქათამაძე.
სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „Meeting on the Bridge” პრიზი – სატამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე დასწრება – პროექტი „შენ ჰგავხარ მამას“ – რეჟისორი ლევან ლომჯარია, პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე.