აშშ-ში ფაშინიანის ვიზიტის დროს ცაში თვითმფრინავები გამოჩნდა წარწერით „ყარაბაღი აზერბაიჯანია! ოკუპაცია უნდა დასრულდეს!“()ვიდეო

“ყარაბაღი აზერბაიჯანია! ოკუპაცია უნდა დასრულდეს!“ – ასეთი წარწერის ბანერები გამოჩნდა ლოს-ანჯელესის ცაზე იმ დროს, როდესაც ქალაქში სომხური თემის აქციაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოდიოდა.
ამის შესახებ ლოს-ანჯელესში აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოში განაცხადეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანერებმა ადგილობრივების დიდი ინტერესი გამოიწვია. გარდა ამისა, ქალაქში ყარაბაღში შექმნილი ვითარების ამსახველი ციფრული პლაკეტებით ავტომობილები გადაადგილდებოდნენ.
„პლაკატებზე იყო ინფორმაცია – აზერბაიჯანის 20%-ის ოკუპაციის შესახებ, ასევე, ის რომ მილიონამდე ჩვენმა თანამემამულემ საკუთარი სახლები დატოვეს“,-ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აზერბაიჯანის გენკონსულმა ნასიმ აგაევმა ფაშინიანის ვიზიტამდე ქალაქის ხელმძღვანელობას პროტესტის შემცველი წერილი გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები