უკრაინაში კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაღუპულია 9 ადამიანი
უკრაინაში, ჟიტომირის ოლქში, გვიან ღამით, სატვირთო სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა. ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავდა.
წინასწარი ვერსიით, სატვირთოს 55 წლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ ავტობუსს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი საბურავს ცვლიდა, შეჯახების მომენტში კი 9 მგზავრი ტრანსპორტიდან გადმოსული იყო.
21 სექტემბერს ოდესასთან მიკროავტობუსი და ავტოცისტერნა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიკროავტობუსს მარცხენა მხარე სრულად მოცილდა და გადაბრუნდა. ყველა დაღუპული მიკროავტობუსის მგზავრი იყო. ავარიის გამომწვევი მიზეზები დგინდება.