“აბაშობიდან აბაშობამდე” – სამეგრელოში ორდღიანი ტრადიციული ფესტივალი დასრულდა

0

აბაშის მუნიციპალიტეტში ორდღიანი სახალხო დღესასწაული “აბაშობიდან აბაშობამდე” საზეიმო ვითარებაში დაიხურა. სახალხო დღესასწაულის პირველი დღე სპორტულ და საცხენოსნო შეჯიბრებებს დაეთმო: დოღი,მარულა, ისინდი და ცხენფურთი.
მეორე დღეს კი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიასა და მისი უახლოესი თანამებრძოლის – მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ პარკში, სახალხო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
​ფესტივალის ფარგლებში, აბაშის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ საექსპოზიციო კუთხეები იყო მოწყობილი. ღონისძიება ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის მსახიობებმა გააფორმეს, ასევე გამოვლინდნენ და დააჯილდოვეს აბაშის საპატიო მოქალაქეები.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერის – ლევან მაკალათიას განცხადებით, სახალხო დღესასწაული რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად იმართება და მივიწყებული ადათ-წესების აღდგენას ემსახურება. სახალხო დღესასწაულს აბაშაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე – დავით ვერავა, მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი – ოთარ დანელია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი – ლევან მაკალათია, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი – მეუფე პეტრე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი – გეგა შენგელია, ასევე პარლამენტის წევრები და რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოწვეული სტუმრები და სასულიერი პირები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი