„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

0

საკურორტო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, 23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი № 852/851 (ჯრტ), რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით ასრულებდა. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისთვის და ყველა იმ პირს, ვინც 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ რეისზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება, მომსახურეობის საკომისიოს ჩათვლით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი