საქართველოს მოქალაქე, 13 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის, პოლონეთში დააკავეს

მკვლელობისთვის ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, შემთხვევიდან 13 წლის შემდეგ, პოლონეთში დააკავეს. წარმოშობით ქართველი ბესიკ კოჩალიძე, რომელმაც რუსეთში თანაკლასელი, აზერბაიჯანის მოქალაქე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა, პოლონეთში 13 წლის შემდეგ დააკავეს. ​

შემთხვევა 2006 წელს მოხდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებმა, რომლებიც ერთ სკოლაში სწავლობდნენ, იკამათეს, შედეგად კი ქართველმა აზერბაიჯანელი მოკლა. კოჩალიძემ გარდაცვლილს დანით 14 ჭრილობა მიაყენა. მოზარდი ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

​Nsa.ge- ს ცნობით, რუსეთი დაკავებულის ექსტრადირებისთვის საბუთებს ამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები