ჟინვალში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა ჟინვალში, პოლიციის ახალი შენობა გახსნეს. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით თამაზაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
დაბა ჟინვალში არსებული პოლიციის ძველი შენობა ამორტიზებული იყო და თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა, რაც იქ დასაქმებულ სამართალდამცველებს სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ურთულებდა.
​შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ჟინვალში პოლიციის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა აშენდა, რომელიც უახლესი ინვენტარით აღიჭურვა. ასევე, მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები.
​პოლიციის ახალი შენობა 15 თანამშრომელზეა გათვლილი და  როგორც დაბა ჟინვალის, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები