უამინდობის გამო რუსთავქალაქობა 21 სექტემბერს აღარ აღინიშნება

უამინდობის გამო, რუსთავქალაქობის ფარგლებში, 21 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებები 22 სექტემბერს გაიმართება. რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსთავქალაქობა 2019-ის აღსანიშნავი ღონისძიებები 20, 21 და 22 სექტემბერს იყო დაგეგმილი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 21 სექტემბერს, რუსთავში, ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი. გამომდინარე იქედან, რომ პროგრამის მიხედვით, 21 სექტემბრისთვის ეთნოფესტივალის გამართვა, ღია ცის ქვეშ, რუსთავის ცენტრალურ პარკში იყო გათვალისწინებული, იძულებულები ვართ, 21 სექტემბრისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება, ჩავატაროთ 22 სექტემბერს, რუსთავის ცენტრალურ პარკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები