თელავის ისტორიულ მუზეუმში ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების ერთობლივი გამოფენა – “ნახატის ენა“ გაიხსნა

თელავის ისტორიული მუზეუმში ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების ერთობლივი გამოფენა – “ნახატის ენა“ გაიხსნა. გამოფენა ნათლად გამოთქვამდა ორი ერის საერთო შეხედულებებს, რაც თანამედროვე საბავშვო წიგნებში და მათ ილუსტრაციებში გამოიხატებოდა. გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი აუცილებლად მიხვდებოდა, თუ როგორ ხდება მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების ინტეგრირება წიგნებში და როგორი კავშირი აქვთ მათ ტექსტთან.
საერთო გამოფენა ორი ქვეყნის ხელოვნებაში არსებულ ძირითად ტენდენციებს და ქართველი და ლიეტუველი ილუსტრატორების სტილისა და მხატვრული იდიომების მრავალფეროვნებას წარმოაჩენდა.
“გამოფენა წარმოადგენს ერთგვარ შერწყმას ლიეტუელი და ქართული შემოქმედებისა,რომელიც წარმოაჩენს თუ რამდენად ახლოს არიან ჩვენი ერები ერთმანეთთან და როგორი ერთნაირი იდეები გვაქვს.მადლიერი ვარ ჩვენი პარტნიორებისა კახეთის რეგიონში და სახელმწიფო რწმუნებულის-იარაკლი ქადაგიშვილის,მოვუწოდებ ყველას,ვინც მუზეუმში მოვა,დაათვალიეროს ეს არაჩვეულებრივი გამოფენა”-განაცხადა ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში , გიედრიუს პოუჯუნასმა.
ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრობაზე და საერთო შეხედულებებზე ისაუბრა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში,ირაკლი ქადაგიშვილმა-“ძალიან საინტერესო გამოფენაა თავისი შინაარსით.იმიტომ,რომ თვითონ ეს ექსპოზიცია გვერდი-გვერდ,გვიჩვენებს ქართველი და ლიეტვუელი ახალგაზრდების მიერ შესრულებულ ნახატებს,რომელიც გარკვეულწილად თვითონ ამ ქვეყანაში გავრცელებული ზღაპრების,ანდაზების ან სხვა ისტორიების გამოხატულებაა!გამოფენა გვიჩვენებს,თუ რა მრავალფეროვნებაა და რამდენი საერთო მიგნება ჩვენ ორ ერს შორის”-აღნიშნა ქადაგიშვილმა.
გამოფენაზე”ნახატის ენა” ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმაც ისაუბრა -” ლიეტუველები არიან პირველები,ვინც საქართველო მოიხსენიეს ორიგინალში-საქართველო!მთელ დედამიწის ზურგზე.ეს ხალხი ძალიან ახლოს მოვიდა ჩვენთან და სურთ აშკარა მეგობრობა საქართველოსთან”-აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა “კვირასთან”
გამოფენის ორგანიზატორები და ძირითადი პარტნიორები არიან
ვილნიუსის გრაფიკული ხელოვნების ცენტრი, სტუდია “ილუსტრატორი”, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმი.
გამოფენა პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები