„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავისი პირველადი დანიშნულებით, არსებითად წინ გადადგმული ნაბიჯია განათლების რეფორმის კონტექსტში“

0

ის გარემოება, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება და მისი შემდგომი განვითარება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფურცლად იქცევა, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ქართულ საზოგადოებაში იმედია ეჭვს აღარ იწვევს -ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი რუსკა თევზაძე წერს.

როგორც თევაზაძე აღნიშნავს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავისი პირველადი დანიშნულებით, არსებითად წინ გადადგმული ნაბიჯია განათლების რეფორმის კონტექსტში, რომელსაც განსაკუთრებულ სპეციფიკურობას სძენს მეცენატის მხრიდან მისი ერთმნიშვნელოვანი იდეური და ფინანსური მხარდაჭერა.

ის გარემოება, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება და მისი შემდგომი განვითარება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფურცლად იქცევა, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ქართულ საზოგადოებაში იმედია ეჭვს აღარ იწვევს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავისი პირველადი დანიშნულებით, არსებითად წინ გადადგმული ნაბიჯია განათლების რეფორმის კონტექსტში, რომელსაც განსაკუთრებულ სპეციფიკურობას სძენს მეცენატის მხრიდან მისი ერთმნიშვნელოვანი იდეური და ფინანსური მხარდაჭერა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს უნივერსიტეტის არა მხოლოდ საგანმანათლებლო მნიშვნელობა, არამედ ობიექტურად უნდა შეფასდეს მისი ეკონომიკური პოტენციალიც, რის საფუძველზეც საკმაოდ რეალური ხდება პერსპექტივა იმისა, რომ ქალაქი ქუთაისი რეგიონის ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად გადაიქცეს და პარალელურ რეჟიმში შექმნას საგანმანათლებლო კლასტერისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი კომპონენტები.
ვიმედოვნებთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიცია ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანს გახდის ქალაქ ქუთაისს და მოახერხებს მისი და მისი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ხასიათის ცვლილებასა და ცხოვრების ხარისხის მკვეთრ ზრდას“, -წერს თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი