სერჟ ლამისი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი

0

„მოხარულები ვართ, რომ დღეს აქ ვხედავთ უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესს. ძალიან ვამაყობთ რომ ამ პროქტში ვმონაწილეობთ, რადგან გვჯერა, რომ უნივერსიტეტები არის ადგილი, სადაც დიდებული ისტორიები იწყება”, – განაცხადა IBA ჯგუფის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, სერჟ ლამისმა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

​მისი თქმით, ეს იქნება აკადემიურ, სამეცნიერო და სამედიცინო სამყაროს შორის თანამშრომლობის წყარო.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე იქნება სიმსივნის სამკურნალო სამედიცინო ცენტრი. ტექნოლოგია, რომელიც გამოყენებული იქნება, ცნობილია, როგორც ადრონული თერაპია. მას სჭირდება სპეციფიკური აღჭურვილობა, რომელიც კურნავს სიმსივნეს დასხივებით და ფაქტობრივად, ძალიან ზუსტი სამკურნალო ტექნიკაა. ეს ტექნიკა ბოლო 20 წლის მანძილზე განვითარდა და დღესდღეობით უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით, რათა სიმსივნეს უმკურნალოს რადიოთერაპიით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ძალიან ფაქიზ, მგრძნობიარე ორგანოებთან გვაქვს საქმე. ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველომ გადაწყვიტა ასეთი ტიპის მკურნალობას შეიცავდეს ახალი საუნივერსიტეტო კამპუსი”, – განაცხადა სერჟ ლამისმა.

როგორც IBA ჯგუფის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, 2000-3000 კილომეტრის რადიუსში ეს იქნება ერთადერთი ცენტრი.

“ეს იქნება ერთადერთი ცენტრი დაახლობით 2000-3000 კილომეტრის რადიუსში საქართველოს გარშემო, რადგან ამ დიდ წრეში ასეთი ცენტრი არ არსებობს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენი პაციენტი იქნება დაინტერესებული საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან იქნება ამ ტექნიკით მკურნალობით და მასზე ხელმისაწვდომობით”, – განაცხადა სერჟ ლამისმა.

კომენტარები

კომენტარი