მარტვილში ფერეიდნელი ქართველები იმყოფებოდნენ

0

მარტვილის მუნიციპალიტეტში სტუმრად 400 წლის წინ შაჰ–აბასის მიერ საქართველოდან ფერეიდანში იძულებით გადასახლებული ქართველების შთამომავლები იმყოფებოდნენ.
როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ფერეიდნელ ქართველებს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად ჭყონდიდის ეპარქიაში უმასპინძლა.
ფერეიდნელმა ქართველებმა, 31 დღიანი მოგზაურობის შემდეგ, საქართველომდე ფეხით მოაღწიეს. მათ საქართველოში დაბრუნება დიდგორობის დღესასწაულს მიუძღვნეს, რითაც სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი