საბურთალოზე მიტოვებული ჩვილი იპოვეს
თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.
თვითმხილველების თქმით, ბავშვი კალათაში იყო მოთავსებული.
ამ დროისთვის ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.